ეკლერი ნაღების კრემით

ინგრედიენტები

  • შაქარი - 1 ჭიქა
  • კარაქი - 200 გრ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • შაქრის ვანილი - 1 ჩაის კოვზი
  • ნაღები (ცხიმის შემცველობა 22%) - 1 ჭიქა
მინანქრისთვის:
  • კაკაო - 1 სუფრის კოვზი
  • შაქარი - 100 გრ
  • კარაქი - 100 გრ
ცომისთვის:
  • მარილი
  • კვერცხი - 5 ცალი.
  • კარაქი - 120 გრ
  • ფქვილი - 1 ჭიქა

მომზადება

ცომისთვის: გაადნეთ კარაქი, დაამატეთ მწიკვი მარილი, დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი და მთლიანი მასა აადუღეთ. ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილი და ურიეთ. როდესაც ერთგვაროვან მასას მიიღებთ, გადმოდგით. გააგრილეთ და დაამატეთ კვერცხი. კარგად აურიეთ. გაახურეთ გაზქურა 210 გრადუსამდე, საკონდიტრო ტომრით ცომისგან გააკეთეთ 10-12 სანტიმრტრის ეკლერი და გამოაცხვეთ 15-20 წუთი. კრემისთვის: კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად. დაასხით ცხელი ნაღები, დადგით გაზქურაზე და გასქელებამდე ურიეთ, დაამატეთ ვანილის შაქარი და შეაზავეთ დარბილებული კარაქი. გამომცხვარ ეკლერს მოაჭერით ერთი თავი და შეიყვანეთ კრემი. მინანქრისთვის: ერთი ჭიქა წყალი და შაქარი აადუღეთ. გააკეთეთ სიროფი. კარაქს შეურიეთ კაკაო და დაასხით სიროფი. კარგად აურიეთ და წაუსვით გამზადებულ ეკლერს. გემრიელად მიირთვით!