სქელძირიან ქვაბში მოათავსეთ კვერცხის გული, შაქრის პუდრა და ვანილი. აურიეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. დადგით დაბალ ცეცხლზე და დაასხით რძე, შესქელებამდე ურიეთ. გადმოდგით გაზქურიდან და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე. ნაღები უნდა იყოს ცხიმიანი, კარგად ათქვიფეთ მიქსერით მანამ, სანამ არ გასქელდება. ჩაამატეთ რძისა და კვერცხის გულისგან მიღებული მასა და კვლავ აურიეთ. გადაიტანეთ ფორმაში და მოათავსეთ მაცივარში. პირველი 3 საათის განმავლობაში 5-6 ჯერ აურიეთ და კვლავ შეაბრუნეთ.უმჯობესია გააჩეროთ მთელი ღამე.
გემრიელად მიირთვით!
Facebook კომენტარი (0)