შოკოლადის რულეტი ბანანით

ინგრედიენტები

  • შავი შოკოლადი - 100 გრ
  • ფქვილი - 100 გრ
  • შაქარი - 100 გრ + 1 სუფრის კოვზი
  • ლიმონის ცედრა - 1 ჩაის კოვზი
  • ნაღები (ცხიმის შემცველობა 35%) - 250 მლ
  • ნახევარი ლიმონის წვენი
  • კვერცხი - 4 ცალი.
  • კაკაოს ფხვნილი - 2 სუფრის კოვზი
  • ბანანი - 4 ცალი.

მომზადება

ათქვიფეთ კვერცხი შაქართან და ლიმონის ცედრასთან ერთად. დაამატეთ ფქვილი და კაკაო, გააკეთეთ ცომი. გამოაცხვეთ ცხიმწასმულ ქაღალდიან ტაფაზე 180  გრადუსზე 8 წუთის განმავლობაში. ააცალეთ ქაღალდი. შოკოლადი დაჭერით პატარა ნაჭრებად, დაასხით თბილი ნაღები, ბანანი დააბლენდერეთ ლიმონის წვენთან ერთად. შეურიეთ შოკოლადიან მასას და წაუსვით ბისკვიტს. გადაახვიეთ და გემრიელად მიირთვით!