თასში მოათავსეთ რძე და წამოადუღეთ. კვერცხის გულს დაამატეთ შაქარი, ვანილი და კარგად ათქვიფეთ. აღნიშნული მასა შეურიეთ რძეში, დადგით ცეცხლზე და ხის კოვზით მანამ ურიეთ, სანამ არ შესქელდება. შემდეგ გადმოდგით, გააცივეთ და ცოტახნით მაცივარში მოათავსეთ. ცალკე ათქვიფეთ ნაღები მანამ, სანამ სქელ მასას არ მიიღებთ. მაცივარში შენახულ კრემს დაამატეთ ნაღები და კარგად აურიეთ. მოათავსეთ კონტეინერში და შედგით საყინულეში. გააჩერეთ 1 საათი. შემდეგ კვლავ გამოიღეთ მაცივრიდან და დააბლენდერეთ. დააბრუნეთ საყინულეში 2-3 საათის განმავლობაში და გემრიელად მიირთვით!
Facebook კომენტარი (0)