მარწყვის ტორტი ნაღებით

ინგრედიენტები

  • მარწყვი 500-600 გრ ბისკვიტისთვის:
  • კვერცხი 4-5 ცალი
  • შაქარი 190 გრ
  • ფქვილი 100 გრ
  • ვანილის შაქარი 1 ჩაის კოვზი ბეზესთვის:
  • კვერცხის ცილა 3 ცალი
  • შაქარი 130 გრ
  • ვანილის შაქარი 1 ჩაის კოვზი მარწყვის სიროფისთვის:
  • მარწყვი 250-300 გრ
  • შაქარი 100 გრ
  • წყალი 50-70 მლ ნაღების კრემისთვის:
  • ნაღები (33-35%) 600-800 მლ
  • შაქრის ფხვნილი 4-6 სუფრის კოვზი

მომზადება

ბისკვიტისთვის: კვერცხის გული გამოაცალკევეთ ცილისგან, დააყარეთ აღნიშნული შაქრის ნახევარი, ვანილი და ათქვიფეთ, ცალკე ათქვიფეთ ცილა და ნელ-ნელა დაამატეთ შაქარი. მიიღეთ სქელი მასა. კვერცხის გულს დაამატეთ ცილა და აურიეთ. დაამატეთ ფქცილი და კოვზით კარგად ურიეთ. მოათავსეთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთის განმავლობაში. გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 8-12 საათი და შემდეგ გაჭერით 4 ნაწილად. ბეზესთვის: კვერცხის კვერცხის ცილა ათქვიფეთ შაქართან და ვანილთან ერთად. კვლავ სქელი მასა უნდა მიიღოთ. გამოჭერით ბისკვითის ზომის ქაღალდი, დააფინეთ გამოსაცხობ ცხიმიან ტაფაზე და მოათავსეთ ბეზე აღნიშნულ ქაღალდზე. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 15 წუთი. მარწყვის სიროფისთვის: მარწყვი მოათავსეთ ქვაბში, დააყარეთ შაქარი, დაასხით წყალი და მიყვანეთ ადუღებამდე. გააჩერეთ 5 წუთი და შემდეგ საწურში გაწურეთ. ნაღების კრემისთვის: ნაღები გააჩერეთ მაცივარში მთელი ღამის განმავლობაში. შემდეგ საყინულეში 5 წუთის განმავლობაში. დაიწყეთ ათქვეფა და ნელ-ნელა დაამატეთ შაქარი. მიიღეთ სქელი მასა. მარწყვი გაასუფთავეთ და დაჭერით პატარა რგოლებად ან ოვალებად. ბისკვიტის ერთ ფენას მოასხით მარწყვის სიროფი, წაუსვით ნაღების ნაწილი, მოაწყვეთ დაჭრილი მარწყვი. კვლავ გადაუსვით ნაღები, დაადეთ მეორე ნაწილი ბისკვირტისა, ისიც დანამეთ, წაუსვით ნაღები და დაადეთ ბეზე. ბეზესაც წაუსვით ნაღები. დაადეთ ბისკვიტის მესამე ნაწილი. ისიც დანამეთ მარწყვის სიროფით, წაუსვით ნაღები, მოაწყვეთ დაჭრილი მარწყვი, კვლავ წაუსვით ნაღები და დაადეთ მეოთხე ნაწილი ბისკვიტის. თავზეთ წაუსვით კარგად ნაღებიანი მასა და მოაწყვეთ მარწყვი. შედგით ტორტი მაცივარში და გააჩერეთ მთელი ღამე. გემრიელად მიირთვით!