კაკლიანი ორცხობილა ალუბლის კრემით

ინგრედიენტები

  • კვერცხის ცილა 2 ცალი
  • კაკალი 50 გრ
  • შაქარი 50 გრ
  • ფქვილი 15 გრ
  • შაქრის ფხვნილი 2 ჩაის კოვზი ალუბლის კრემისთვის:
  • ალუბალი (შეიძლება გაყინული) 150 გრ
  • კვერცხი გული 2 ცალი
  • შაქარი (თუ ალუბალი ტკბილია 50 გრ) 75 გრ
  • სიმინდის სახამებელი 8 გრ
  • ვანილი 1 ჩაის კოვზი
  • კარაქი 100 გრ

მომზადება

კაკალი 2 ჩაის კოვზ შაქართან ერთად დააბლენდერეთ და აურიეთ ფქვილში. კვერცხის ცილა მწიკვ მარილთან და დარჩენილ შაქართან  ერთად ათქვიფეთ მანა, სანამ არ მიიღებთ სქელ მასას. შეურიეთ ფქვილიანი და კაკლიანი მასა და კარგად აურიეთ. გააკეთეთ პატარა რგოლები და ქაღალდიან ტაფაზე დააწყვეთ, თავზე მოაყარეთ შაქრის პუდრა და გამოაცხვეთ 190 გრადუსზე 7 წუთის განმავლობაში. ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, სიმინდის სახამებელი და აურიეთ, შემდეგ კვერცხის გული და ალუბალი, აურიეთ და გააჩერეთ ადუღებამდე. ადუღებიდან 1 წუთში გადმოდგით. დაამატეთ ვანილი და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ კარაქთან ერთად ათქვიფეთ და შედგით მაცივარში 1 საათის განმავლობაში. ორცხობილას კრემისგან გაუკეთეთ ყვავილები, დაადეთ მეორე ორცხობილა და მასაც გაუკეთეთ ყვავილები. ასე გააკეთეთ სხვა ორცხობილების შემთხვევაშიც. შედგით ცოტახანს მაცივარში. გემრიელად მიირთვით!