დონატები

ინგრედიენტები

  • ფქვილი  850-950 გრ
  • თბილი რძე 500 მლ
  • კვერცხი 2 ცალი.
  • ვანილის შაქარი 30 გრ
  • შაქარი 2 სუფრის კოვზი
  • მარილი 1 ჩაის კოვზი
  • საფუარი 45 გრამი
  • კარაქი 125 გრ. კრემისთვის:
  • რძის 250 მლ
  • კვერცხი 1 ცალი
  • ფქვილი 30 გრ.
  • მარილი მწიკვი
  • შაქარი 75 გრ
  • კარაქი 50 გრ
  • ვანილის  10 გრ
  • კაკაო 1 სუფრის კოვზი თავზე მოსასხმელად:
  • შოკოლადი 250 გრ
  • ნაღები 50-100 მლ

მომზადება

საფუარი გახსენით თბილ რძეში, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი, 4 სუფრის კოვზი ფქვილი. გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ რბილი კარაქი, ვანილის შაქარი, 1 ჩაის კოვზი მარილი, 1 სუფრის კოვზი შაქარი, 2 კვერცხი. აურიეთ კარგად. დაამატეთ დარჩენილი ფქვილი და კარგად მოზილეთ. გააჩერეთ თბილ ადგილზე შეფუთული 1-1,5 საათის განმავლობაში. მიღებული ცომი გაყავით ორ ნაწილად და გააბრტყელეთ. ამოჭერით რგოლები (1- 1,5 სანტიმეტრი სისქის). ჩაყარეთ ცხელ ზეთიან ტაფაში და დაბრაწეთ ორივე მხრიდან. კრემისთვის: შაქარი ჩაყარეთ რძეში, დაამატეთ კვერცხი,  მარილი. მოადუღეთ აღნიშნული კრემი. დაამატეთ კარაქი და ვანილი. კვლავ ურიეთ. შემდეგ კრემი გაყავით 2 ნაწილად და ერთ ნაწილში ჩაყარეთ კაკაო, კარგად აურიეთ. შემდეგ წვრილი შპრიცით შეიყვანეთ დონატების შუაგულში კრემი. თავზე მოსასხმელად შოკოლადი და ნაღები შეურიეთ, დაბალ ცეცხლზე ცოტახანს ურიეთ და მოასხით. შეგიძლიათ გააფორმოთ შაქრის პუდრით ან სხვა რამით. გემრიელად მიირთვით!