მომზადება
ხახვი წვრილად დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში და მოვშუშოთ 3 გრამ კარაქში ნელ ცეცხლზე. ნიგოზი, ქინძი, ნიორი, წიწაკა, მარილი კარგად დავნაყოთ, გავხსნათ ექვს შვიდ ჩაის ჭიქა წყალში, დავასხათ მოშუშულ ხახვს და როცა ადუღდება, დავამატოთწინასწარ გადარჩეული, გარეცხილი ბრინჯი ან ვერმიშელი. ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ ან გავხეხოთ სახეხზე, ჩავასხათ ქვაბში და ვადუღოთ, სანამ ცოტა არ შესქელდება, მერე ჩავასხათ მოხარშულ ხარშოში, წამოვადუღოთ, დავაყაროთ დაჭრილი ოხრახუში, ქინძი. გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავამატოთ 20 გრამი კარაქი.
გემრიელად მიირთვით!
Facebook კომენტარი (0)