სუპი ტარხუნით თბილისურად
  მასალა
  • კარტოფილი 3-4 ცალი
  • ხახვი 2-3 თავი
  • ნიორი 4-5 კბილი
  • ზეთი 100 გრამი
  • სტაფილო 2-3 ცალი
  • ტარხუნა 1 კონა
  • მწვანილი 3 -3 ძირი
  • კვერცხი 3-4 ცალი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება 3-4 ცალი კარტოფილი გავთალოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად, დავასხათ წყალი და მაგრად მოვხარშოთ, ისე რომ ჩაიშალოს. ხახვი და ნიორი დავჭრათ წვრილად და ზეთში მოვხრაკოთ, დავაყაროთ გახეხილი სტაფილო და გავაგრძელოთ მოშუშვა. შემდეგ ჩავასხათ მოხარშული კარტოფილის წვენში და გავაგრძელოთ ხარშვა. ერთი მოზრდილი კონა ტარხუნა გავრეცხოთ და დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად, წვრილად დავჭრათ ქინძი, ოხრახუში, კამა, პიტნა და მარილთან და პილპილთან ერთად ჩავყაროთ სუპში. ბოლოს ჩავასხათ კარგად გათქვეფილი კვერცხი და განუწყვეტლივ ურიოთ რომ არ აგვეჭრას. გემრიელად მიირთვით!