ყავისა და ნაღების დესერტი

ინგრედიენტები

  • 500 მლ ნაღები (33-35%)
  • 200 მლ რძე
  • 200 მლ ცივი ყავა (3 ჩაის კოვზი 200 მლ-ზე)
  • 200 გრ შაქარი
  • 20 გრ ჟელატინი
  • შოკოლადის ბურთები

მომზადება

ჟელატინი გახსენით 200 მლ ცივ წყალში და გააჩერეთ 1 საათი. შემდეგ გააცხელეთ, მაგრამ არ აადუღოთ. ნაღები ათქვიფეთ შაქართან ერთად. დაამატეთ ჟელატინი, კარგად აურიეთ და გაყავით 2 ნაწილად. ერთ ნაწილს დაამატეთ ყავა, აურიეთ. მეორე ნაწილს კი დაამატეთ რძე და მასაც აურიეთ. ჩაასხით ჭიქაში ჯერ ყავიანი მასა, შედგით მაცივარში, რომ გამკვრივდება მოაწყვეთ შოკოლადის ბურთები, თავზე კი მოასხით მეორე ნაწილი ნაღებიანი მასის. გააჩერეთ მაცივარში 1-2 საათი. გემრიელად მიირთვით!