შოკოლადიანი და კენკრიანი ორცხობილა

ინგრედიენტები

  • 150 გრ კარაქი
  • 100 გრ შაქარი
  • 3 კვერცხი
  • 3 სუფრის კოვზი თაფლი
  • 100 გ შვრიის ფანტელები
  • 100 გ შოკოლადი
  • 150 გრ ხმელი კენკრა
  • 1 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • ფქვილი 350-400 გრ

მომზადება

შოკოლადი დაჭერით პატარა კუბებად. კარაქი ათქვიფეთ შაქართან ერთად, დაამატეთ კვერცხი, აურიეთ, დაამატეთ თაფლი და კვლავ აურიეთ, ჩაყარეთ კენკრა და შოკოლადი და ისევ აურიეთ, დაამატეთ დარიჩინი, შვრიის ფანტელი, ბოლოს კი გამაფხვიერებელი და ფქვილი. კარგად აზილეთ, პატარ-პატარა ოვალებალ მოათავსეთ ქაღალდიან ტაფაზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!