შოკოლადის კექსი

ინგრედიენტები

  • 150 გ შოკოლადი
  • 50 გრ კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 50 გრ შაქარი
  • 30-40 გრ ფქვილი

მომზადება

შოკოლადი დატეხეთ, დაამატეთ კარაქი, დადგით ცხელ წყალზე და ერთად გაადნეთ. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ კარაქიანი შოკოლადი, შემდეგ დაამატეთ ფქვილი და კარგად აურიეთ. პატარა ფქვილიან ფორმაში მოათავსეთ მასა და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 5-10 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!