დესერტი მოცხარითა და ნაღებით

ინგრედიენტები

  • 300 გრ წითელი მოცხარი (ან ნებისმიერი კენკრა, გემოვნებით)
  • 150 გრ შაქარი
  • 20 გრ ჟელატინი
  • 400 მლ ნაღები 33-35%
  • სუფლესთვის:
  • 150 გრ შაქარი
  • 10 გრ ჟელატინი
  • 100 გ შოკოლადი

მომზადება

ჟელატინი გახსენით 150 მლ ცივ წყალში და გააჩერეთ იმდენ ხანს, რამდენიც შეფუთვაზე აწერია. მოცხარი დააბლენდერეთ. გადაასხით ქვაბში, დაამატეთ 500 მლ წყალი, შაქარი და ცოტახნით დადგით გაზქურაზე. თან ნელ-ნელა დაამატეთ ჟელატინი. გაგრილების შემდეგ ჩაასხით ჭიქაში ან რაშიდაც გნებავთ და შედგით მაცივარში 6-8 საათი. სუფლესთვის: 10 გრამი ჟელატინი 100 მლ ცივ წყალში და გააჩერეთ იმდენ ხანს, რამდენიც შეფუთვაზე აწერია. დადგით გაზქურაზე, მაგრამ არ აადუღოთ. ნაღები და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ თბილი ჯელატინი, გამოიღეთ მაცივრიდან მოცხარიანი მასა და დაადეთ ზემოდან ნაღებიანი მასა. შოკოლადი გახეხეთ ძალიან წვრილად და მოაყარეთ. კვლავ გააჩერეთ 3-4 საათი მაცივარში და გემრიელად მიირთვით!