ქათმის ჩახოხბილი პომიდვრით
  მასალა
  • საშვალო ზომის ქათამი
  • ხახვი, 4-5 მოზრდილი თავი
  • კარაქი ან ერბო 100გრამი
  • პომიდორი 1 კგ (პიურე 3/4 ჩაის ჭიქა)
  • მვანილი, წიწაკა და მარილი გემოვნებით
მომზადება გარეცხილი, გასუფთავებული ქათამინდავჭრათ, მოვათავსოთ ქვაბში და მოვშუშოთ. შემდეგ დავაყაროთ სიგრძეზე დაჭრილი ხახვი, დავუმატოთ კარაქი ან ერბო და ერთად მოვხრაკოთ. პომიდორი სახეხზე გავხეხოთ ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავასხათ ხორცს და ვხარშოთ 20-25 წუთი. შევაზავოთ წვრილად დაჭრილი სხვადასხვა მწვანილით, წიწაკით და მარილით. გემრიელად მიირთვით!