დესერტი კრეფსი
  მასალა
  • 4 კვერცხი, მსუბუქად ათქვლეფილი
  • 1 1/3 ჭიქა რძე
  • 2 სუფრის კოვზი კარაქი, მდნარი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 2 სუფრის კოვზი თეთრი შაქარი
  • 1/2 ჩაის კოვზი მარილი
  • ახალი ხილი
  • შაქრის პუდრი
მომზადება თასზე მოვათავსოთ კვერცხი და დავიწყოთ ათქვლეფა, ნელ-ნელა დავამატოთ რძე, მდნარი კარაქი, ფქვილი, შაქარი, მარილი და ვთქვლიფოთ მანამ, ვიდრე მასა არ გახდება გლუვი. შემდეგ გავამზადოთ მცირე ზომის ტაფა, ზედ წავუსვათ კარაქი ან მცენარეული ზეთი. პატარა ჭიქით ტაფაზე ძალიან თხლად დავასხათ მიღებული მასა და დაახლოებით ერთი წუთში გადავაბრუნოთ მეორე მხარეს და მალევე გადმოვიღოთ ტაფიდან. ბლინებში გადავახვიოთ ხილი და თავზე შაქრის პუდრი მოვაყაროთ. გემრიელად მიირთვით!