რაფაელო

ინგრედიენტები

1ც- კვერცხი 1.5 ჭიქა- შაქარი 2 ყავის ჭიქა- ცივი წყალი 250 გრამი- გამდნარი მარგარინი ვანილი ფქვილი

მომზადება

კვერცხი და შაქარი კარგად ამოვიყვანოთ, დავუმატოთ წყალი, შემდეგ მარგარინი, ვანილი და ფქვილი. ცომი უნდა იყოს საშუალო სისქის. ცომი 200 გრადუსზე გამოვაცხოთ მანამ, სანამ ღია ფერს არ მიიღებს და ცხელივე დავფშვნათ კარგად.

კრემი

1 ც- შედედებული რძე 300 გრამი- კარაქი ვანილი მიღებულ კრემში დაფშვნილი მასა ჩავყაროთ, კარგად ავურიოთ და გავაკეთოთ ბურთულები და ამოვავლოთ ქოქოსის ფანტელში. გემრიელად მიირთვით!