შოკოლადის ტორტი
  იგრედიენტები
  • კვერცხი 8 ცალი
  • შაქრის ფხვნილი 2 ჩაის ჭიქა
  • შაქრის პუდრა 1 ჩაის ჭიქა
  • ფქვილი 1 ჩაის ჭიქა
  • კარაქი 300 გრამი
  • კაკაოს ფხვნილი 50 გრამი
  • რძე ნახევარი ჩაის ჭიქა
მომზადება რვა კვერცხის ცილა გავთქვიფოთ გათეთრებამდე, თანდათან დაუმატოთ ორი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი და კვლავ ვთქვიფოთ. შემდეგ სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხის გულები, 1 ჩაის ჭიქა ფქვილი. ყალიბში ცავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვათ ცხიმი, მოვაყაროთ ცოტა წმინდად დაფქული ორცხობილა, ჩავასხათ ბისკვიტის ცომი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად( დაბალ ცეცხლზე). როცა გამოცხვება ბნისკვიტი, გავჭრათ შუაზე, დავნამოთ, წაუსვათ შოკოლადის კრემი, დავაფაროთ მეორე ნახევარი, ზემოდან წაუსვათ კრემი და მოვრთოთ სპეციალური მოსართავით. გვერდებზეც წაუსვათ კრემი და შეგვიძლია მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი. კრემის მომზადება 1 ჩაის ჭიქა შაქრის პუდრს შეურიოთ 50 გრამი კაკაოს ფხვნილი, დავასხათ ნახევარი ჭიქა მდუღარე რძე და კარგად ვურიოთ. 300 გრამი კარაქი ავზილოთ, გავთქვიფოთ გათეთრებამდე და ცოტ ცოტა შევათქვიოთ რძისა და კაკაოს ნარევი. ვთქვიფოთ კარგად, სანამ არ მივიღებთ ჰაეროვან მასას. გემრიელად მიირთვით.