ხარშო
  იგრედიენტები
  • ხახვი 300 გრამი
  • კარაქი 50 გრამი
  • ბრინჯი 3/4 ჩაის ჭიქა
  • ტყემალი 1/3 ჩაის ჭიქა
  • მწვანილი, ტყლაპი, ნიორი, წიწაკა და მარილი გემოვნებით
მომზადება ხახვი დავჭრათ წვრილად, ჩავყაროთ ქვაბში, დაუმატოთ 30 გრამი კარაქი, დავდგათ ნელ ცეცხლზე და მოვშუშოთ. დავასხათ 6-7 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღებისთანავე დაუმატოთ გარჩეული, გარეცხილი ბრინჯი. ათი წუთი დუღილის შემდეგ დაუმატოთ დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, პატარ პატარა ნაჭრებად დახეული ტყლაპი, ერთად დანაყილი ნიორი, წიწაკა, მარილი. 20 - 30ნ წუთი დუღილის შემდეგ, როცა წვენი მზად იქნება, დაუმატოთ 20 გრამი კარაქი. ტყლაპის მაგივრად შეიძლება ვიხმაროთ ტყემალი ან პამიდვრის პიურე. გემრიელად მიირთვით