ნამცხვარი ,,იდეალი"
  იგრედიენტები
  • არაჟანი 200 გრამი
  • კარაქი 200 გრამი
  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქრის ფხვნილი 2 ჩაის ჭიქა
  • ფქვილი 1,5 ჩაის ჭიქა
  • თაფლი 2 სუფრის კოვზი
  • კაკაო 1 სუფრის კოვზი
  • სოდა 1 ჩაის კოვზი
  • ძმარი 1 სუფრის კოვზი
  • ვანილი გემოვნებით
  • ნიგოზი 1 ჩაის ჭიქა
მომზადება ორი მთლიანი კვერცხისა და ერთი ჩაის ჭიქა შაქრისგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ ორი სუფრის კოვზი თაფლი, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ერთი ჩაის ჭიქა ნიგოზი, სოდა ძმარში გახსნილი, ვანილი, 1,5 ჩაის ჭიქა ფქვილი და ყველაფერი ეს კარგად აურიოთ, ცომი უნდა გამოვიდეს ნაზი. ცომი გავყოთ 4 ნაწილად, სამი თანაბარი ზომის და ერთი მცირე დასაფხვნელად. კარაქწასმულ ყალიბში გავაბრტყელოთ თითოეული ნაწილი და ცალ ცალკე გამოვაცხოთ. კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად: კარაქი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, მიუმატოთ ერთი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, არაჟანი, კაკაო, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ერთი ჩაის ჭიქა ნიგოზი. ყველაფერი ეს კარგად აურიოთ, ერთი საათით შევდგათ მაცივარში და შემდეგ წავუსვათ ფირფიტებს,დავაწყოთ ერთმანეთზე, პატარა ფირფიტა დავფხვნათ და ზემოდან მოვაყაროთ. გემრიელად მიირთვით