კარტოფილი ყაურმა
  იგრედიენტები
  • კარტოფილი 1კგ
  • ხახვი 5-6 თავი
  • კვერცხი 3-4 ცალი
  • ქინძი 4-5 ძირი
  • ერბო 4 სუფრის კოვზი
  • მარილი გემოვნებით
მომზადება
  1. ხახვი დავკეპოთ, ჩავყაროთ ქვაბში და ერბოში ჩავთუშოთ
  2. ~როცა ხახვი საკმაოდ დარბილდება ( არუნდა გაწითლდეს) ჩაუმატოთ დაჭრილი კარტოფილი და დავასხათ იმდენი წყალი ,რომ  შიგთავსი დაიფაროს და მოვხარშოთ
  3. ხარშვის დროს დაუმატოთ ძალიან წმინდად დაკეპილი ქინძი და მარილი
  4. შემდეგ დავასხათ კარგად ათქვლეფილი კვერცხი და წამოდუღებისთანავე გადმოვდგათ ცეცხლიდან
გემრიელად მიირთვით