სამარხვო კექსი ქიშმიშითა და ყავით
  ინგრედიენტი
  • 2–3 ჩ.კ ხსნადი ყავა
  • 300 გრ ფქვილი
  • 200 გრ შაქარი
  • 2 ს.კ თაფლი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 100 გრ გატარებული ნიგოზი
  • 100 გრ ქიშმიში
  • შაქრის პუდრა –მოსაყრელად ( გემოვნებით)
მომზადება პირველ რიგში მოამზადეთ ყავა :  250 მლ ცხელ წყალში გახსენით 2 სასვე ჩ/კ ყავა და კარგად მოურიეთ. ჩაასხით ჯამში ჯერ კიდევ ცხელი ყავა, დაუმატეთ შაქარი, თაფლი, მარილი და კარგად აურიეთ. ცოტახანი გააჩერეთ, რომ გაგრილდეს. ნიგოზი და ქიშმიში აურიეთ ერთმანეთში და დაუმატეთ ყავის მასას, ასევე დაუმატეთ სოდა და კარგად მოურიეთ. ბოლოს კი დაუმატეთ ფქილი და კარგად აურიეთ, რომ მიღოთ სქელი მასა. კექსის საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი, მოაყარეთ ცოტა ფქვილი, შემდეგ კი მოათავსეთ მიღებული მასა. შედეთ ღუმელში 180 გრადუსზე 45–50 წთ. როდესას კექსი გამოცხვება,მოყარეთ შაქრის პუდრა ან გააფორმეთ გემოვნებით.