კაკაოს მაფინები
  ინგრედიენტი
  • 3 კვერცხი
  • 200 გ შაქარი
  • 200 გ დარბილებული კარაქი
  • 3 ს/კ თხილიანი შოკოლადის კარაქი
  • 1 ს/კ კაკაო
  • 200 გ ფქვილი
  • 1/2 პაკეტი ცომის საფხიეებელი
  • ცხიმი ან საცხობის ქაღალდის პატარა ფორმები
მომზადება გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსამდე. კექსუნების საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი ან შიგ ქაღალდის ფორმები ჩასვით. ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და კარაქი ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შეურიეთ შოკოლადის კარაქი  და კაკაო. ბოლოს დაუმატეთ ფქვილი და ცომის საფხვიერებელი. ჩაასხით ცომი ფორმებში, შედგით ღუმელში და აცხვეთ 15 -20 წთ. გამოიღეთ ღუმლიდან, გააგრილეთ 5 წთ. და ამოიღეთ კექსუნები ფორმებიდან. თავზე მოსასხმელად შეგიძლიათ გამოიყენოთ გამდნარი შოკოლადი.