მაკარონი გამომცხვარი ბოსტნეულითა და ყველით
მაკარონი გამომცხვარი ბოსტნეულითა და ყველით

ინგრედიენტები:

  • რძე - 3 ჭიქა
  • ბარდა - 1 ჭიქა
  • ყვავილოვანი კომბოსტო - 400 გრამი
  • ყველი - 350 გრამი
  • მაკარონი - 350 გრამი
  • ბროკოლი - 225 გრამი
  • მცენარეული ზეთი - 2 სუფრის კოვზი
  • მდოქვი - ½ ჩაის კოვზი
  • წიწაკა - გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. კერამიკის ფორმას წაუსვით ზეთი.  მაკარონი ჩაყარეთ ცხელ წყალში და მოხარშეთ 3 წუთის განმავლობაში. დაამატეთ ბარდა, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო და მოხარშეთ კიდევ 1 წუთი. შემდეგ გადმოდგით ღუმელიდან, გადაწურეთ და გააგრილეთ. შეურიეთ გახეხილი ყველი, მდოგვი, მარილი და პილპილი გემოვნებით.  ჩაასხით  რძე და ურიეთ ისე, რომ პიურეს მსგავსი მასა მიიღოთ. შემდეგ, გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაში და გამოაცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!