მწვანე პომიდორი კორეულად

ინგრედიენტები

  • მწვანე პომიდორი - 1 კგ
  • მარილი - 1 სუფრის კოვზი
  • სტაფილო - 1 ცალი
  • ნიორი - 2 კბილი
  • შაქარი - 3 სუფრის კოვზი
  • სუფრის ძმარი - 2 სუფრის კოვზი
  • გამხმარი ქინძი - 1 ჩაის კოვზი
  • საშუალო ზომის წითელი ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
  • მცენარეული ზეთი - 6 სუფრის კოვზი

მომზადება

მწვანე პომიდორი თხლად დაჭერით. მოათავსეთ თასში. მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ ერთი საათი. გადაწურეთ ზედმეტი წვენი. სტაფილო წვრილად დაჭერით. გრძლად დაჭერით ნახევარი ბულგარული წიწაკაც. ნიორი დაჭყლიტეთ.  ბოსტნეული შეურიეთ დაჭრილ მწვანე პომიდორს. დაამატეთ შაქარი, ძმარი და ნიორი. ბულგარული წიწაკის მეორე ნახევარი ზეთთან ერთად ოდნავ მოშუშეთ, დაამატეთ ქინძი და შეურიეთ პომიდვრიან მასას. კარგად აურიეთ და გააჩერეთ 6-8 საათი მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!