ღუმელში გამომცხვარი ახალი კარტოფილი

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 1 კგ
  • მარილი
  • შავი პილპილი
  • გამხმარი პროვანსი
  • ზეითუნის ზეთი

მომზადება

გაჭერით ახალი კარტოფილი ორ ნაწილად.მოათავსეთ თასში და მოაყარეთ მარილი, შავი პილპილი და გამხმარი პროვანსი. კარგად აურიეთ და შემდეგ კარგად მოასხით ზეითუნის ზეთი. გაახურეთ ღუმელი 230 გრადუსამდე და გამოაცხვეთ 40 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!