ქათმის მწვადი ბოსტნეულით

ინგრედიენტები

  • ქათმის გული და ღვიძლი - 400 გრ
  • ქათმის ფილე - 1.2 კგ
  • პატარა ყაბაყი- 2 ცალი.
  • მწვანე ბულგარული წიწაკა - 1 ც.
  • წითელი ხახვი - 3 ცალი.
  • პომიდორი ჩერი - 6 ცალი.
  • ქამა სოკო- 8 ცალი.

მარინადისთვის

  • ნიორი - 6 კბილი
  • ცხარე წითელი წიწაკა - 1 ც.
  • რეჰანი - 3 
  • ლიმონის ცედრა- 1 ც
  • ზეითუნის ზეთი - 100 მლ + 4 სუფრის კოვზი
  • ლიმონის წვენი - 200 მლ
  • მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით

მომზადება

მოამზადეთ მარინადი: ნიორი გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ, წიწაკას გააცალეთ თესლი  და დაჭერით, წვრილად დაჭერით ასევე რეჰანი. აურიეთ ყველაფერი ერთმანეთს, დაამატეთ შავი პილპილი, მარილი და ლიმონის ცედრა. შემდეგ კი დაასხით ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ. 

დაჭერით ქათმის ფილე და გულ-ღვიძლი კუბებად. გულ-ღვიძლს მარინადის მესამედი მოასხით, ქათმის ფილეს კი დარჩენილი. ცალ-ცალკე მოათავსეთ თასში და შედგით მაცივარში. ბოსტნეული დაჭერით. მოათავსეთ თასში და მოასხით 4 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. კარგად აურიეთ. პატარა ხის შამფურზე ააცვით ხორცი და ბოსტნეული მორიგეობით და შეწვით გრილზე 10-15 წუთის განმავლობაში. ან მოათავსეთ ქაღალდიან ტაფაზე და შედგით ღუმელში 180-200 გრადუსზე, 20 წუთის განმავლობაში. 

გემრიელად მიირთვით!