ყაბაყის კატლეტი ყველითა და მწვანილით

ინგრედიენტები:

  • ყაბაყი - 2 ცალი
  • კვერცხი - 2 ცალი
  • ფეტა - 150 გრამი
  • პარმეზანი - 1 სუფრის კოვზი
  • ხახვი  ( საშუალო ზომის) - 1 ცალი
  • დაჭრილი ოხრახუში - 1 სუფრის კოვზი
  • დაჭრილი ქინძი - 1 სუფრის კოვზი
  • დაჭრილი კამა - 1 ჩაის კოვზი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი პილპილი
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადება

ყაბაყი გარეცხეთ და დაჭერით კანიანად. შემდეგ დააყარეთ მარილი და გააჩერეთ საწურზე, რომ ზედმეტი წყალი გამოუვიდეს. დაჭერით ხახვი და შეწვით მცენარეულ ზეთში. ყაბაყი წვრილად გახეხეთ. დაამატეთ ათქვეფილი კვერცხი, მოშუშული ხახვი ზეთთან ერთად, მწვანილი, გახეხილი ფეტა და პარმეზანი. კარგად აურიეთ. დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. შეწვით ორივე მხრიდან დაახლოებით 3-3 წუთი. შეგიძლიათ მიირთვათ არაჟანთან ან მდნარ ყველთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!