სალათი მაკარონითა და ბოსტნეულით

ინგრედიენტები

  • 300 გრ მოკლე მაკარონი
  • 250 გრამი ყაბაყი
  • 200 გრ მოხარშული ან შებოლილი ლორი
  • 12 მწვანე ზეთისხილი (კურკის გარეშე)
  • 8 პომიდორი ჩერი
  • ნიორი 1-2 კბილი
  • 1 წითელი წიწაკა
  • 1 ყვითელი წიწაკა
  • 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახუში ან რეჰანი

მომზადება

მაკარონი მოხარშეთ მარილიან წყალში. აღნიშნული ყველა ბოსტნეული გაასუფთავეთ. პომიდორი გაჭერით შუაზე, ნიორი დაჭყლიტეთ, ლორი კუბებად დაჭერით. პომიდორი, ნიორი და ლორი მოათავსეთ თასში. წითელი და ყვითელი წიწაკა, ასევე ყაბაყი, გაასუფთავეთ და დაჭერით პატარა კუბებად. მოშუშეთ ზეთიან ტაფაზე 3-4 წუთის განმავლობაში და გადმოდგით. შემწვარი ბოსტნეული ზეთიანად დაამატეთ პომიდვრიან თასზე, მოაყარეთ ოხრახუში, ბოლოს კი მოხარშული მაკარონი და კარგად აურიეთ. გემრიელად მიირთვით!