კომბოსტოს სალათი სტაფილოთი

ინგრედიენტები

  • 1 საშუალო ზომის ახალი კომბოსტო
  • 4 საშუალო სტაფილო
  • 5 ძირი მწვანე ხახვი
  • 1 კონა პიტნა
  • მარილი, ახლად დაფქული შავი პილპილი
სოუსისთვის
  • 1 ჩაის კოვზი ზირა
  • 1-2 ჩაის კოვზი შაქარი (სურვილისამებრ)
  • 1/2 ჭიქა მაიონეზი
  • 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

მომზადება

წვრილად დაჭერით კომბოსტო, სტაფილო გაასუფთავეთ და გახეხეთ, წვრილად დაჭერით მწვანე ხახვი და პიტნა. სოუსისთვის: შეურიეთ მაიონეზს ლიმონის წვენი და ზირა. სურვილისამებრ, დაამატეთ შაქარი. კომბოსტო, სტაფილო, მწვანე ხახვი და პიტნა აურიეთ, მოასხით მაიონეზიანი სოუსი, დაამატეთ მარილი და პილპილი და კარგად აურიეთ. გემრიელად მიირთვით!