კარტოფილის სალათი

ინგრედიენტები

  • 1 კგ აახალი  კარტოფილი
  • მწვანე ხახვის
  • ნიახური
  • ოხრახუში
  • რეჰანი
  • კამა
  • 1.5 ჩაის კოვზი წვრილად გახეხილი ლიმონის ცედრა
  • 3 სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი
  • 100 გრ მაიონეზი
  • მარილი, ახლად დაფქული შავი პილპილი

მომზადება

კარტოფილი გათალეთ და მოხარშეთ მარილიან წყალში 15-20 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ და დაჭერით წრეებად. მოაწყვეთ თასზე და მოასხით ძმარი, მოაყარეთ მარილი და პილპილი და გააჩერეთ. ჭვრილად დაჭერით მწვანილი და მოაყარეთ კარტოფილს, დაამატეთ მარილი, ლიმონის ცედრა, მაიონეზი, კარგად აურიეთ და შედგით მაცივარში მინიმუმ 1 საათი. გემრიელად მიირთვით!