ტორტი შოკოლადის მინანქრით

ინგრედიენტები

  • ვანილის შაქარი - 1 ჩაის კოვზი
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • ზეთი ტაფაზე მოსასმელად
  • ფქვილი - 1 ჭიქა
  • კვერცხი - 4 ცალი.
მინანქრისთვის:
  • მუქი შოკოლადი (60% კაკაო) - 150-200 გრ
  • კარაქი - 50 გ
კრემისთვის:
  • კარაქი - 300 გრ
  • კარტოფილის სახამებელი - 1 სუფრის კოვზი
  • ვანილის შაქარი - 3 ჩაის კოვზი
  • შაქარი - 2 ჭიქა
  • ჟელატინი გრანულებში - 40 გრ
  • კვერცხი - 10 ცალი.
  • რძე - 1 ჭიქა

მომზადება

ცომისთვის კვერცხი ათქვიფეთ შაქართან და ვანილის შაქართან ერთად, დაამატეთ ფქვილი და თქვიფეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას რ მიიღებთ. ღრმა ტაფაზე მოუსვით ზეთი, მოაყარეთ ფქვილი და გამოაცხვეთ ბისქკვიტი 180 გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ კი გაყავით ორ ნაწილად. კრემისთვის: კვერცხის გული და ცილა გამოაცალკევეთ. სახამებელი გახსენით 1 სუფრის კოვზ წყალში. ღრმა თასზე ათქვიფეთ კვერცხის გული 1 ჭიქა შქართან და ვანილთან ერთად, დაასხით რძე, კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ სახამებელი, თქვიფეთ მანამ, სანამ არ გახდება ერთგვაროვანი, შემდეგ დადგით ცხელი წყლის აბაზანაზე და ურიეთ გასქელებამდე. შემდეგ გადმოდგით და დაამატეთ დარბილებული კარაქი და კვლავ ათქვიფეთ. ჟელატინი გახსენით 150 მლ წყალში  და გააჩერეთ 20 წუთი. შემდეგ დადგით ისიც ცხელი წყლის აბაზანაზე და ურიეთ. კვერცხის ცილა ათქვიფეთ 1 ჭიქა შაქართან ერთად. ჟელატინი დაამატეთ და კვლავ განაგრძეთ თქვეფა. შემდეგ დაამატეთ კვერცხის გულიანი კრემი და კარგად შეაზავეთ. წაუსვით კარგად ერთ ფენას, დაადეთ მეორე და შედგით მაცივარში 4-5 საათი. მინანქრისთვის: შოკოლადი და კარაქი გაადნეთ ცხელი წყლის აბაზანაზე, მოასხით თავზე და გვერდებზე ტორტს და კვლავ შეაბრუნეთ მაცივარში 1 საათით. გემრიელად მიირთვით!