ალუბლის ნამცხვარი ბეზეთი

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 4  კვერცხი
  • 3 სუფრის კოვზი რძე
  • 1 სუფრის კოვზი ლაიმის წვენი
  • 7 სუფრის კოვზი კარაქი
  • 2/3 ჭიქა  ზეითუნის ზეთი
  • 1.5ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 2 ლიმონის ცედრა
  • ვანილის შაქარი
ბეზესთვის:
  • 2  კვერცხიცილა
  • 1/2 ჭიქა შაქარი
  • ვანილის შაქარი
შიგთავსისთვის:
  • 1/2 კგ სუფთა ალუბალი კურკის გარეშე

მომზადება

შაქარს აურიეთ ცედრა და ათქვიფეთ კვერცხთან ერთად. დაამატეთ რძე, ფქვილი, გამაფხვიერებელი, ლაიმის წვენი, გამდნარი კარაქი და ზეითუნის ზეთი. კარგად მოზილეთ. ცემის 1/3 მოასხით ტაფაზე. მოაწყვეთ ალუბალი, შემდეგ დააფარეთ დარჩენილი ცომი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 35-40 წუთის განმავლობაში. ბეზესთვის: კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ და ნელ-ნელა დაამატეთ შაქარი და ვანილის შაქარი. საკონდიტრო ტომრით მორთეთ ზემოდან ნამცხვარი ბეზეთი და კვლავ შეაბრუნეთ ღუმელში 100-120 გრადუსზე 20-40 წუთი. გემრიელად მიირთვით!