ტეკილა საზამთროთი

ინგრედიენტები

  • 400 მლ  ტეკილა
  • საშუალო ზომის ნახევარი საზამთრო
  • 1 წითელი პილპილი
  • 3 ლაიმი (წვენი და კანი )
  • 100 მლ შაქრის სიროფი
  • ყინული, პიტნა და საზამთრო ნაჭრები გაფორმებისთვის

მომზადება

გაასუფთავეთ საზამთრო კანისგან, დაბლენდერეთ, დაამატეთ დაჭრილი პილპილი, ლაიმის წვენი და ცედრა, ასევე შაქრის სიროფი და თქვიფეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. გადმოასხით თასზე ან რაზეც გნებავთ, დაასხით ტეკილა და კვლავ კარგად აურიეთ. გადმოიტანეთ ჭიქებში, დაამატეთ ყინული და პიტნა და გააფორმეთ საზამთროს ნაჭრებით. გემრიელად მიირთვით!