კიტრისა და გრეიფრუტის კოქტეილი

ინგრედიენტები

  • 2 დიდი გრეიფრუტის წვენი, უკეთესია ვარდისფერი
  • 3-4 წვნიანი კიტრი
  • ნახევარი ლიმონის წვენი
  • 500 მლ გაზიანი მინერალური წყალი
  • დამსხვრეული ყინული
  • ლიმონი და პიტნა გასაფორმებლად

მომზადება

გამოწურეთ კიტრის წვენი. გრეიფრუტის, კიტრისა და ლიმონის წვენი, ასევე მინერალური წყალი შეურიეთ და კარგად აურიეთ. გადაიტანეთ მაღალ ჭიქაში, ჩაყარეთ ყინული, ლიმონი და პიტნა. გემრიელად მიირთვით!