ბერძნული სალათი ბრინჯითა და ზეთისხილით

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა ბრინჯი
  • 1.5 ჭიქა ქათმის ცხელი ბულიონი
  • 1 წითელი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 100 გრ სუფთა ისპანახი
  • 0.5 ჭიქა ზეთისხილი (კურკის გარეშე)
  • ოხრახუში
  • პიტნა
  • კამა
  • ქინძი
  • 0.3 ჭიქა ლიმონის წვენი
  • 0.3 ჭიქა ბუნებრივი იოგურტი
  • 1 სუფრის კოვზი კარაქი
  • მარილი, შავი პილპილ

მომზადება

ბრინჯი გაარჩიეთ და მოხარშეთ 30  წუთის განმავლობაში. ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით. მწვანილები გაარჩიეთ და ისინიც წვრილად დაჭერით, ზეთისხილი კი წრეებად. კარაქში მოშუშეთ ხახვი და ნიორი, დაამატეთ ქინძი და კვლავ განაგრძეთ შეწვა ერთი წუთის განმავლობაში. დაამატეთ ბრინჯი და კამა. მოაყარეთ მარილი და პილპილი. დაასხით ბულიონი და ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ დააყარეთ ოხრახუში, პიტნა, ისპანახი, ზეთისხილი, 3 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ და გადმოდგით. იოგურტი და ლიმონის დარჩენილი წვენი შეურიეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი. შეურიეთ ბრინჯიან მასაში და კარგად აურიეთ. გემრიელად მიირთვით!