ვაშლისა და ალუბლის სალათი იოგურტის სოუსით

ინგრედიენტები

  • 500 გრ ალუბალი
  • 2 საშუალო ვაშლი
  • 3 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი
სოუსისთვის:
  • 150 მლ ნაღები (ცხიმის შემცველობით 35%)
  • 1 ჭიქა ნატურალური იოგურტი
  • 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • 3 ც. ვანილის შაქარი

მომზადება

გარეცხეთ ალუბალი და გაასუფთავეთ კურკისგან. გააცალეთ ვაშლს კანი და დაჭერით პატარა კუბებად. ალუბალსა და ვაშლს დააყარეთ ყავისფერი შაქარი და აურიეთ. გააჩერეთ მანამ, სანამ ხილს წვენი არ გამოუვა. ნაღები ვანილის შაქართან ერთად ათქვიფეთ. დაამატეთ იოგურტი და ლიმონის წვენი და კვლავ ათქვიფეთ. გადაიტანეთ ხილი ქილაში ან ჭიქაში და მოასხით იოგურტის სოუსი. გემრიელად მიირთვით!