საზაფხულო სალათი მაკარონითა და პომიდვრით

ინგრედიენტები

  • 200 გრ ნებისმიერი მოკლე მაკარონი
  • 4 მწიფე ვარდისფერი პომიდორი
  • 100-130 გრ ყველი ბრინზა
  • რეჰანი
  • ოხრახუში
  • ნიორი 1-2 კბილი
  • 100 მლ ზეითუნის ზეთი
  • მარილი, ახლად დაფქული შავი პილპილი

მომზადება

გაასუფთავეთ ნიორი, დაარჩიეთ რეჰანი და ოხრახუში და ზედმეტი ნაწილები მოაჭერით. ნიორი მწვანილთან ერთად დააბლენდერეთ. ჩაასხით ცოტა წყალი და ზეითუნის ზეთი და კვლავ დააბლენდერეთ. მოხარშეთ მაკარონი 3 ლიტრა მარილიან წყალში მაღალ ცეცხლზე. შემდეგ გადაავლეთ ცივი წყალი. დაჭერით პომიდორი საშუალო ნაჭრებად. ყველი გახეხეთ. შეურიეთ აღნიშნული ინგრედიენტები ერთმანეთს და მოასხით დაბლენდერებული მწვანილი და ნიორი. გემრიელად მიირთვით!