კატლეტი მწვანილებით

ინგრედიენტები

  • 800 გრ ღორი ხორცი
  • 600 გრ  ძროხის ხორცი
  • 100 გრ დარბილებული ცხიმი (სალა)
  • 3-4 კბილი ნიორი
  • ოხრახუში
  • 1 კონა კამა
  • 2 სუფის კოვზი კარაქი
  • 1 საშუალო კარტოფილის
  • 100 გრ მწვანე ხახვი
  • ფქვილი
  • მცენარეული ზეთი
  • მარილი, ახლად დაფქული შავი პილპილი

მომზადება

შეურიეთ ღორისა და ძროხის გატარებული ხორცი და სალა, მოაყარეთ მარილი და პილპილი. მწვანე ხახვი და დანარჩენი მწვანილი დაჭერით წვრილად, დაჭყლიტეთ ნიორი და მოშუშეთ კარაქიან ტაფაზე ერთად 2 წუთის განმავლობაში მაღალ ცეცხლზე. კარტოფილი გახეხეთ წვრილად და შეურიეთ მოშუშულ მწვანილთან ერთად ფარშს. კარგად აურიეთ. ფქვილიან დაფაზე გააკეთეთ მრგვალი კატლეტები და შეწვით მცენარეულ ზეთში. გემრიელად მიირთვით!