კარტოფილის სალათი ზეითუნის ზეთითა და ლიმონის წვენით

ინგრედიენტები

  • 400 გ ახალი კარტოფილი, სასურველია პატარა
  • 5 პატარა პიკელებული კიტრი
  • მწყერის  კვერცი 10 ცალი
  • კამა
  • მწვანე
  • 3 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • 1 ჩაის კოვზი მდოგვი
  • 1/2ჩაის კოვზი შაქარი
  • მარილი, ახლად დაფქული შავი პილპილი

მომზადება

მოხარშეთ კარტოფილი და კვერცხი. შემდეგ გადაავლეთ ცივი წყალი და გაასუფთავეთ. კარტოფილი დაჭერით კუბებად, კვერცხი კი შუაზე. წვრილად დაჭერით ხახვი და პიკელებული კიტრი და შეურიეთ კარტოფილსა და კვერცხს. დაამატეთ მდოგვი, ლიმონის წვენი, შაქარი, ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი. დაფარეთ თასი, რომელშიდაც ამზადებთ და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. წვრილად დაჭერით კამა, მოაყარეთ სალათს, მოასხით მაიონეზი და გემრიელად მიირთვით!