სალათი სოკოთი და სიმინდით

ინგრედიენტები

  • 1 ქილა ქამა სოკო (425 მლ)
  • 1 ქილა ტკბილი სიმინდი (425 მლ)
  • 1 პატარა თეთრი ხახვი
  • 4 კვერცხი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • მაიონეზი

მომზადება

სიმინდი და ქამა სოკო გაამშრალეთ. ხახვი დაჭერით წვრილად და მოშუშეთ მცენარეულ ზეთში სოკოსთან ერთად საშუალო ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. კვერცხი მოხარშეთ, შემდეგ გააცივეთ, გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით. აურიეთ: სოკო, ხახვი, მოხარშული კვერცხი და სიმინდი ერთმანეთს. მოასხით მაიონეზი, კარგად შეაზავეთ და გემრიელად მიირთვით!