სალათი ლორითა და ყველით

ინგრედიენტები

  • 300 გრ მოხარშული ლორი
  • 300 გრ ყველი
  • ½ ჭიქა ბერძნული კაკალი
  • ოხრახუში
  • 200 გრ მაიონეზი
  • მარილი, ახლად დაფქული შავი პილპილი

მომზადება

დაჭერით ლორი წვრილ ნაჭრებად, ყველი კი გახეხეთ. კაკალი მოხალეთ მშრალ ტაფაზე და პერიოდულად ურიეთ 2-3 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაჭერით ძალიან წვრილად ან დააბლენდერეთ. დაჭერით ოხრახუში და შეურიეთ ლორსა და ყველს. მოასხით მაიონეზე, მოაყარეთ მარილი, პილპილი, დაბლენდერებული კაკალი და კარგად აურიეთ. გემრიელად მიირთვით!