სოკოს სალათი

ინგრედიენტები

  • მარილი
  • 1 წითელი ცხარე წიწაკა
  • 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • ოხრახუში
  • ნიორი - 3 კბილი
  • ზეითუნის ზეთი - 70 მლ
  • 500 გრ ქამა სოკო

მომზადება

სოკო გარეცხეთ, გაასუფთავეთ და დაჭერით კუბებად. ნიორი გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ. წიწაკა დაჭერით წვრილ წრეებად. დაჭერით ასევე ოხრახუში. ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი, შეწვით ნიორი და წიწაკა 1 წუთის განმავლობაში, დაამატეთ სოკო და კარგად შეწვით. შემდეგ დაამატეთ ლიმონის წვენი, ოხრახუში და მარილი, კარგად აურიეთ და მიიტანეთ სუფრასთან. გემრიელად მიირთვით!