ბორში ლობიოთი

ინგრედიენტები

  • 300 გრ ჭარხალი
  • 500 გრ კარტოფილი
  • 250 გრ სტაფილო
  • 200 გრ ხახვი
  • 300 გრ კომბოსტო
  • 6 კბილი ნიორი
  • 1 პატარა კონა ოხრახუში
  • 1 ქილა თეთრი ლობიო (400 გრ)
  • 1 ლ დაჭრილი პომიდორი საკუთარი წვენით
  • 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • მარილი

მომზადება

გაახურეთ გაზქურა 200 გრადუსზე. გაახვიეთ ჭარხალი, კარტოფილი და სტაფილო ფოლგაში და გამოაცხვეთ კარტოფილი და სტაფილო 40 წუთი, ხოლო ჭარხალი 1 საათი. აღნიშნული ბოსტნეული გააჩერეთ ცივ წყალში 10 წუთის განმავლობაში. ჭარხალი წვრილად გახეხეთ, კარტოფილი და სტაფილო კი კუბებად დაჭერით. გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით ხახვი და ნიორი. კომბოსტოც წვრილად დაჭერით. ქვაბში ჩაყარეთ ხახვი და მოშუშეთ 5 წუთი. დაამატეთ ნიორი და კომბოსტო. კვლავ განაგრჩეთ მოშუშვა 5 წუთის განმავლობაში. ჩაასხით 1 ლიტრი ცხელი წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ დაამატეთ ჭარხალი, სტაფილო, ჩაასხით პომიდორი საკუთარი წვენით, ჩაყარეთ ლობიო, ბოლოს კი კარტოფილი. მოაყარეთ მარილი, პილპილი და მოხარშეთ კიდევ მინიმუმ 5 წუთი. გემრიელად მიირთვით!