გამომცხვარი ცხვრის ხორცი, ბულგარული წიწაკით,ბადრიჯანითა და პომიდვრით

ინგრედიენტები

  • ცხვრის გატარებილი ხორცი 500 გრ
  • ბადრიჯანი 2 ცალი
  • პომიდორი 2-3 ცალი.
  • ტკბილი წიწაკა 1-2 ცალი.
  • ზირა 0.5 ჩაის კოვზი
  • წიწაკა 0.5 ჩაის კოვზი
  • ზეითუნის ზეთი 4 სუფრის კოვზი
  • ხახვი 1 ცალი
  • შავი პილპილი 0.5 ჩაის კოვზი
  • მარილი 0.5 ჩაის კოვზი
  • წყალი 150 მლ

მომზადება

წვრილად დაჭერით ხახვი, შეურიეთ გატარებულ ხორცს, დაამატეთ მარილი, პილპილი, ზირა, მოასხით ზეთი, კარგად აურიეთ და ნახევარი საათი გააჩერეთ. ბადრიჯანი დაჭერით 5-6 სმ ნაჭრებად, ბულგარული წიწაკა პატარა ნაჭრებად, ხოლო პომიდორი წვრილ წრეებად. გააკეთეთ ხორცისგან პატარა ბურთები, გაახვიეთ ფოლგაში ხორცი, თითოეულ ბურთს შორის მოათავსეთ ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა და პომიდორი თანმიმდევრობით. დაფარეთ ფოლგით. მარილი გახსენით წყალში. ჩაასხით გამოსაცხობ ფორმაში, ჩადეთ ფოლგა და შედგით 190-200 გრადუსზე საათნახევრის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!