თურქული პიცა

ინგრედიენტები

ცომისთვის:
  • ფქვილი 250 გრ
  • რძე 140 მლ
  • 1 სუფრის კოვზი იოგურტი
  • მარილი 1/2 სუფრის კოვზი
  • მშრალი საფუარი 1 ჩაის კოვზი შიგთავსისთვის:
  • საქონლის გატარებული ხორცი 200 გრ
  • ხახვი (პატარა) 1 ცალი
  • ნიორი 2 კბილი
  • ბადრიჯანი 1/2 ცალი
  • ზირა 1/2 სუფრის კოვზი
  • ქინძი 1/2 სუფრის კოვზი
  • ყველი (სულგუნი) 150 გრ
  • მცენარეული ზეთი
  • ქინძი
  • რეჰანი
  • მარილი
  • შავი წიწაკა

მომზადება

ცომისთვის აღნიშნული ინგრედიენტები შეურიეთ და მოზილეთ ელასტიური ცომი. თუ ძალიან თხელი იქნება, შეგიძლიათ დაამატოთ ფქვილი. შემდეგ გააკეთეთ გუნდა, კარგად შეფუთეთ და მოათავსეთ თბილ ადგილზე 1 საათის განმავლობაში. გაასუფთავეთ ბადრიჯანი, დაჭერით კუბებად, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 15 წუთი, შემდეგ გადაავლეთ წყალი და გაამშრალეთ. მცენარეულ ზეთში მოშუშეთ დაჭყლეტილი ნიორი და წვრილად დაჭრილი ხახვი, შემდეგ დაამატეთ ბადრიჯანი. კარგად შეწვით, შემდეგ კი დაამატეთ გატარებული ხორცი. ამის შემდეგ კი დასუფთავებული და წვრილად დაჭრილი პომიდორი. მოაყარეთ ზირა, მარილი, პილპილი, კარგად აურიეთ და განაგრძეთ შეწვა. ცომი გაყავით ორ ნაწილად და თითოეულს მიეცით ოვალის ფორმა. ბოლოები კარგად შეაერთეთ ( აჭარული ხაჭაპურის მსგავსად), მოათავსეთ თითოეულში მიღებული მასა, მოაყარეთ თავზე გახეხილი ყველი. გამოაცხვეთ 220 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში. ბოლოს კი მოაყარეთ რეჰანი და ქინძი. გემრიელად მიირთვით!