კვერცხი კუბურად

ინგრედიენტები

  • ოხრახუში, მარილი და პილპილი გემოვნებით
  • ხახვი - 1 პატარა თავი
  • იხვის ან ქათმის კვერცხი - 8 ცალი
  • 500 გრ დაკონსერვებული პომიდორი
  • 3 სუფრის კოვზი ნაღები 10% ცხიმის შემცველობით
  • 1 მწვანე ტკბილი წიწაკა
  • 150 გრ მძიმე ყველით ოდნავ მკვეთრი გემოთი (მაგალითად, კოსტრომა)
  • კარაქი - 1 სუფრის კოვზი

მომზადება

კვერცხი მოხარშეთ, გადაავლეთ ცივი წყალი და გაჭერით თიოთოეული შუაზე. გული გამოაცალეთ. ყველი გახეხეთ წვრილად. მასის ნახევარი დაამატეთ კვერცხის გულს, დაასხით ნაღები, მარილი და პილპილი გემოვნებით. კარგად აურიეთ. ხახვი და ბულგარული წიწაკა დაჭერით წვრილად და მოშუშეთ კარაქში 3 წუთის განმავლობაში. დაასხით დაკონსერვებული პომიდორი, წამოადუღეთ. კვერცხის ცილაში მოათავსეთ ყველიანი და ნაღებიანი კვერცხის გული და მოალაგეთ ტაფაზე. მოაყარეთ დარჩენილი ყველი და შედგით ღუმელში. შეწვით 180 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!