კვერცხი პომიდვრითა და ბულგარული წიწაკით

ინგრედიენტები

  • ხახვი 1 ცალი
  • ნიორი 1 ცალი
  • ტკბილი წიწაკა 1 ცალი
  • კვერცხი 4 ცალი
  • პომიდორი 2 ცალი
  • მწვანილი 20 გრ
  • მარილი
  • პილპილი
  • მცენარეული ზეთი 20 გრ

მომზადება

ხახვი დაჭერით წვრილად და მოშუშეთ მცენარეულ ზეთში. დაამატეთ ნახევარწრეებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, 5 წუთის შემდეგ კი დაჭყლეტილი ნიორი. პომიდორი დაჭერით წვრილ კუბებად და დაამატეთ ტაფაზა, მოაყარეთ პილპილი გემოვნებით. 5 წუთის შემდეგ კი ჩაახალეთ კვერცხი მთლად. გააფორმეთ მწვანილით. გემრიელად მიირთვით!