ღვინის მუსი

ინგრედიენტები

  • 4 კვერცხის გული
  • 1 კვერცხი
  • 150 გრ შაქრის ფხვნილი
  • 80 გრ თეთრი ღვინო
  • 20 გრ ლიმონის ცედრა

მომზადება

დიდ ქვაბში აადუღეთ წყალი წყლის აბაზანისთვის. კვერცხის გული, კვერცხი და შაქრის ფხვნილი ათქვიფეთ. დადგით წყლის აბაზანაზე და დაამატეთ ღვინო. კარგად ურიეთ მანამ, სანამ მუსი არ შეიკრება. გადმოდგით წყლის აბაზანიდან და მოათავსეთ ჭიქებში. მოაყარეთ ლიმონის ცედრა. გემრიელად მიირთვით!