ჟოლოს ორცხობილა ნუშით

ინგრედიენტები

  • 375 გრ ფქვილი
  • 125 გრ წვრილად დაფქული ნუში
  • კვერცხი -3 ცალი
  • კარაქი - 200 გრ
  • შაქარი - 200 გრ
  • შაქრის ფხვნილი - 3 სუფრის კოვზი
  • 3-4 ჟოლო
  • ვანილი - 2 ც.
  • საცხობი ფხვნილი - 0.5 ჩაის კოვზი მინანქრისთვის:
  • 120 გრ ჟოლოს ჯემი

მომზადება

ფქვილი მოათავსეთ თასში, შეურიეთ გამაფხვიერებელი და დაფქული ნუში. კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად, ჩააყარეთ ფქვილის ნარევი, ვანილი და კარგად აურიეთ. კარაქი დაჭერით წვრილად და შეაზილეთ ფქვილიან მასას. ცომი მოზილეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. გააკეთეთ მისგან ბურთი და მოათავსეთ მაცივარში 30 წუთი. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. გააბრტყელეთ ცომი და ამოჭერით მისგან 3-4 სმ დიამეტრის რგოლები. ქაღალდიან ტაფაზე გამოაცხვეთ 10-12 წუთი. წაუსვით ერთ რგოლს ჟოლოს ჯემი და დაადეთ მეორე რგოლი. ახალი ჟოლოსგან გააკეთეთ სიროფი, შეურიეთ შაქრის ფხვნილი და მოასხით თითოეულ ორცხობილას თავზე. გემრიელად მიირთვით!