ხილის საუზმე

ინგრედიენტები

  • 1 ქილა დაკონსერვებული გარგარი
  • 2 ჭიქა სიმინდის ფანტელი
  • შაქარი გემოვნებით
  • 4 ჭიქა რძე
  • 4 ცალი კვერცხი

მომზადება

გარგარი დაჭერით რგოლებად. ბლენდერში ჩაყარეთ სიმინდის ფანტელი, შაქარი, კვერცხი, ჩაასხით რძე, გარგარის სიროფი და ათქვიფეთ 1 წუთის განმავლობაში. გადმოასხით და ჩაყარეთ დაჭრილი გარგარი, კარგად აურიეთ და გემრიელად მიირთვით!